ქსელში ავარიული გამორთვების შემცირების მიზნით, კომპანია „თელასი“ ქვესადგურებში „დიდუბე“ და „ბაგები“ ახალ პროექტს ახორციელებს

ქსელში ავარიული გამორთვების შემცირების მიზნით კომპანია „თელასი“ ქვესადგურებში „დიდუბე“ და „ბაგები“ ახალ პროექტს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქსელში მიმდინარე პროცესების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებული სარელეო დაცვის სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საკითხის შესწავლის და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული პროექტი განახორციელოს არსებული ქსელის პარამეტრების შესაბამისად. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ მინიმუმამდე შემცირდება მომხმარებლების ავარიული გამორთვების რაოდენობა.

აღნიშნული პროექტი, რომელიც ამჟამად ქვესადგურებში „დიდუბე“ და „ბაგები“ მიმდინარეობს, ეტაპობრივად „თელასის“ ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო