სერგო რატიანი - მთავრობა ხედავს, რომ ბაღებთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით წავიდნენ და ახლა ეს არის მათი თავსატეხი

ბაღებთან დაკავშირებით მთავრობა ხედავს, რომ არასწორი მიმართულებით წავიდნენ და ახლა ეს არის მათი ტვირთი და თავსატეხი, - ასე გამოეხმაურა ”ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პრემიერ–მინისტრის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვით, გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ.

სერგო რატიანი ბაღებში რაიმე გადასახადის შემოღებას გაუმართლებლად მიიჩნევს. „ევროპული საქართველო“ მთავრობას ვაუჩერული სისტემით დაფინანსებაზე გადასვლას სთავაზობს.

„ბაღებთან დაკავშირებით მთავრობა ხედავს, რომ არასწორი მიმართულებით წავიდნენ და ახლა ეს არის მათი ტვირთი და თავსატეხი. ჩვენ მოვუწოდებდით თავიდან ვაუჩერული გზით წასვლას, რაც გულისხმობს, რომ პირველ რიგში უნდა მივცეთ ბავშვს ვაუჩერი, რომელიც წავა, ან სახელმწიფო, ან კერძო ბაღში. ეს განავითარებდა და მეტ თანხებს მოიზიდავა ამ სფეროში და გააჩენდა ბაღებს. გუშინ ითქვა, რომ შეძლებულმა ოჯახებმა გადაიხადონ თანხები და წავიდნენ კერძო ბაღში, ეს სრულად დაუშვებელია, იმიტომ, რომ ეს არის გამიჯვნა, ვინ არის შეძლებული და შეუძლებელი. ჩვენ უნდა მივცეთ ყველას არჩევანის შესაძლებლობა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა