ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ჯანაშია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ჯანაშია 23 დეკემბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

ლევან ჯანაშიას მიაჩნია, რომ 9 დეკემბერს გამართული არჩევნები გაყალბდა და მეორე ტურის გამართვა მაშინ, როდესაც პირველი არალეგიტიმურია, სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელია.

როგორც ლევან ჯანაშია აცხადებს, მეორე ტურის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, რაც ასევე კანონდარღვევაა, ვინაიდან მისი დანიშვნის უფლება მხოლოდ ასოციაციის თავმჯდომარეს აქვს.

ლევან ჯანაშიამ 9 დეკემბრის არჩევნების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა. სასამართლო პროცესი 2018 წლის 6 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

„ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჩვენი სარჩელით ვითხოვთ ყველა ორგანოს ფუნქციონირების შეჩერებას, რაც არის ადვოკატთა ასოციაციის გაჩერების მცდელობა. ამ განცხადებით ზაზა ხატიაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, თავად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, რადგან ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თანამდებობაზე რჩება მოქმედი თავმჯდომარე და ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას, მით უმეტეს, რომ ასოციაციის „ორგანოების“ ფუნქციონირების შეჩერება ჩვენგან არავის მოუთხოვია. ასევე გაუგებარია (განსაკუთრებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისგან), რატომ არის სიბინძურე მიმართო სასამართლოს და სამართლებრივად გადავწყვიტო აღნიშნული დავა. გარკვეული შეკითხვები მეც მაქვს ზაზა ხატიაშვილთან და ამას ღიად ვაცხადებდი ყველგან, მაგრამ, როგორც ჩანს, მას არაფერი აქვს სათქმელი ამიტომაც გაურბის ჩვენთან შეხვედრას“, - განაცხადა ლევან ჯანაშიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა