კალათბურთის ფედერაციაში მწვრთნელებისა და მსაჯების დაკავებას ადასტურებენ

კალათბურთის ფედერაციაში მწვრთნელებისა და მსაჯების დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში განუცხადეს, მათ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ დაკავებულების შესახებ, თუმცა აღნიშნავენ, რომ აყვანილია რამდენიმე პირი.

მათივე თქმით, ამ წუთებში მიმდინარეობს საქმის მოკვლევა, რის შემდეგაც ფედერაცია საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, საქმე ეხება ე.წ. ჩაწყობილ თამაშებს.

„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას სუს-ში ცდილობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა