კარლეს პუჩდემონი - არჩევნებში კატალონიის რესპუბლიკამ გაიმარჯვა, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრისთვის სახეში სილის გაწვნაა

არჩევნებში გაიმარჯვა კატალონიის რესპუბლიკამ, რაც სახეში სილის გაწვნაა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოგვისმინონ, - განაცხადა ბრიუსელში მყოფმა კარლეს პუჩდემონმა.

როგორც ცნობილია, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრე პარტიებმა ხმების 48% დააგროვეს, პრომადრიდულმა მოქალაქეთა პარტიამ კი 37%, თუმცა ეს უკანასკნელი არსებითი კოალიციის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების მოსაზრებით, არჩევნებში გამოყოფის მომხრეების პარტიების გამარჯვება შესაძლოა, დიდი დარტყმა იყოს მარიანო რახოის მთავრობისთვის. ეს უკანასკნელი იმედოვნებდა, რომ ამ არჩევნებით დამოუკიდებლობის მოძრაობას წერტილი დაესმებოდა. ასეთი შედეგი ვერ დაასრულებს პოლიტიკურ კრიზისს ესპანეთში, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო