ეროვნული არქივის გალერეაში ფოტოგამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნება

საქართველოს ეროვნული არქივის გალერეაში დღეს ფოტოგამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნება.

პროექტი ”ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა” და ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით ხორციელდება. გამოფენა ღია იქნება 31 დეკემბერის ჩათვლით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენის მიზანია საზოგადოებას გააცნოს XX საუკუნის საქართველოს მიღწევები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში.

„აღნიშნული პროექტით გვსურს, დამთვალიერებლებს გავუზიაროთ ინფორმაცია საქართველოს ისტორიული ინტელექტუალური პოტენციალის, სახელმწიფოს ფორმირებისა და ქართველი მეცნიერების მიერ მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში შეტანილი წვლილის შესახებ. გასულ საუკუნეში, საქართველოში მიმდინარეობდა არამხოლოდ შიდა სამეცნიერო პროცესები, არამედ ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობდა დასავლეთის ქვეყნებთან ინტელექტუალური და ტექნოლოგიური რესურსების გაცვლის მიმართულებით. ქვეყნის შიგნით იქმნებოდა ინოვაციები, ქართული მეცნიერება წარმოადგენდა ევროპული სამეცნიერო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს და შენდებოდა მაღალტექნოლოგიური სტრატეგიული ობიექტები. შესაბამისად, საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, როგორც თანამედროვე დასავლური სახელმწიფო. შესაბამისად, ექსპოზიციაზე წარმოგიდგენილი იქნება ფოტო მასალას ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. ასევე, ასახულია საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი გამოგონებებისა და ტექნოლოგიური პროექტების ამსახველი უნიკალური ფოტოები. ტექნოლოგიების განვითარება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია, რადგან 21-ე საუკუნეში ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს დიდ წილად განაპირობებს თუ რა ინოვაციებს და ტექნოლოგიებს ქმნის ქვეყანა“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით, 2013-2019 წლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საინჟინრო-ტექნოლოგიური განათლების ხარისხის განვითარებას და ამ დარგებში საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი, მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მომზადებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო