ლეღვთახევში ლითონის დროებითი კონსტრუქციები მოეწყო

თბილისის ტურისტულ ზონაში, ლეღვთახევში, დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ლითონის დროებითი კონსტრუქციები - საფეხმავლო ხიდები და პერგოლა მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გადაწყვეტილება მსუბუქი კონსტრუქციების მოწყობაზე კრწანისის რაიონის გამგეობამ ლეღვთახევში კლდის ფრაგმენტების ჩამოშლის შემდეგ მიიღო, რის გამოც, საფეხმავლო ბილიკებზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია. კონსტრუქციების მოწყობამდე, ხევში კლდე გამოფიტული ქანებისგან გაიწმინდა. კრწანისის გამგეობა მონიტორინგს პერიოდულად აწარმოებს და ალპინისტების დახმარებით, კლდეს იმ ფრაგმენტებისგან ასუფთავებს, რომელთა ჩამოშლის საშიშროებაც არსებობს.

მომავალი კვირიდან ლეღვთახევში ბილიკებზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება და დამთვალიერებლები გადაადგილებას ახალი საფეხმავლო ხიდებით შეძლებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა