„თეთრი ხმაურის“ მოძრაობა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს მართავს და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა აქცია-პერფორმანსს მართავს და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, ქვეყანაში 12 წელია ტარდება ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა უარეს შედეგებამდე მიიყვანა.

„მე-12 დღეა, რაც ხუთი პატიმარი შიმშილობს ციხეებში. ისინი ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას და ყურადღებას არავინ აქცევს. 12 წელია ქვეყანა ატარებს ყველაზე მკაცრ ნარკოპოლიტიკას, რომელმაც პირიქით, უარესი შედეგები მოუტანა ქვეყანას და მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. ეს არის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის უმთავრესი არგუმენტი. გუშინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის განცხადებები, რომ აკლიათ არგუმენტები. „თეთრი ხმაური“ მზად არის დისკუსიისთვის და ვითხოვთ შეხვედრას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ მზად ვართ, წარვსდგეთ როგორც დარგის ექსპერტებთან, ასევე სათემო ორგანიზაციებთან ერთად და ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მალე გაიმართოს დისკუსია. ყველა არგუმენტს წარვადგენთ, რომელიც რეფორმისთვისაა სასარგებლო“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრები ამ წუთებში აქცია-პერფორმანსს მართავენ, სადაც მათ გაშალეს თეთრი ნაჭერი წარწერით „ჩვენ ვითვლით წამებს!“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო