ხვალ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხვალ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიასა და მისი 8 - კაციანი ჯგუფის მოთხოვნა, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

”სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა 9 დეკემბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არაერთხელ დადასტურდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ხმის დამთვლელი კომისიის მხრიდანაც.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს არჩევნების ლეგიტიმურ პროცესს და მოუწოდებს ყველა ადვოკატს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც გაიმართება სპორტის სასახლეში, 23 დეკემბერს; მონაწილეთა რეგისტრაცია 12:00-15:00 საათზე დაიწყება”, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს