მიხეილ გიორგაძე მწვრთნელების და მსაჯების დაკავებაზე - ყოველთვის შეურიგებელი ვიქნებით ასეთ ფაქტებთან მიმართებაში

ყოველთვის შეურიგებელი ვიქნებით ასეთ ფაქტებთან მიმართებაში, - ასე გამოეხმაურა კულტურის და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ე.წ. ჩაწყობილი თამაშების გამო მწვრთნელების და მსაჯების დაკავებას.

”ვიცი ის, რომ დაკავებული არის ორი მწვრთნელი და ორი მსაჯი ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით. დანარჩენ დეტალებს გავიგებთ მოგვიანებით. ყოველთვის ვიქნებით შეურიგებელი ასეთ ფაქტებთან მიმართებაში, თუმცა, როგორც იცით, ჩაწყობილი თამაშების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებობს”, - განაცხადა გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.

”საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა