პრემიერის დავალებით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით რეისები განაახლა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროდან აცნობეს, ვერტმფრენმა სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში, განახლებული რეისით, პირველი მგზავრები გადაიყვანა.

”სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, თუშეთში, სოფელ ომალოში, რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება.

რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფელი ომალო 6 თვის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია”, - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა