ემანუელ მაკრონი - ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებით აშშ დიდ შეცდომას უშვებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე მცდარი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას განაცხადა.

„აშშ დიდ შეცდომას უშვებს. ეს მცდარი გადაწყვეტილება რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზირებას იწვევს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის დარეგულირებას.

„ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრაში საფრანგეთი მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს შექმნის პრინციპს. საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას უჭერს მხარს“, - განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელში და პალესტინაში ვიზიტს გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო