გიგა ბოკერია - სწორი ოყო გადაწყვეტილება, რომ იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

"ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ში ქართული დელეგაციის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება სწორი გადაწყვეტილება იყო.

როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, ცუდია, რომ ამ საკითხზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები სხვადასხვა მხარეს აღმოჩდნენ.

"საქართველო ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული დიპლომატიური ნაბიჯის, როცა საქმე მის მიერ საკუთარი საელჩოს განთავსებას ეხება. ვთვლი, რომ კენჭისყრაში არმონაწილეობა სწორი გადაწყვეტილება იყო”, - განაცხადა ბოკერიამ.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს