ირინა სავიცკაიას უფლებადამცველებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება საქალაქო საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქის ირინა სავიცკაიას სარჩელი განიხილა, რომელიც მისმა უფლებადამცველებმა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეიტანა. ირინა სავიცკაიას უფლებადამცველები ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული იმ აქტის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ირინა სავიცკაიას ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა. ირინა სავიცკაიას ადვოკატი გიორგი კონდახიშივილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტი ფორმალურად არის გაცემული, ვინაიდან სამინისტრომ საკითხი სათანადოდ არ შეისწავლა.

უფლებადამცველმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ბათილად სცნობს სამინისტროს მიერ გაცემულ აღნიშნულ აქტს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე აშკარა გახდა, რომ უკრაინის მოქალაქე, ქალბატონი ირინა სავიცკაია, იმყოფება აშკარად უკანონო დევნის ქვეშ. მასზე ახორციელებენ ზეწოლას უკრაინის სამართალდამველი ორგანოები, პროკურატურა და არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იქნა წარდგენილი სასამართლოში- პირდაპირი ვიდეო ჩანაწერი იმის, უკრაინის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როგორ აღწერს, თუ რა პოლიტიკური დაკვეთა იყო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, როგორ მოხდა სისხლის სამართლის საქმეების ხელოვნურად შეკერვა და მათთვის არასასურვილი პოლიტიკური ფიგურების გარემოცვის დაპატიმრება, რათა შემდგომში მათგან მიეღოთ სასურველი ჩვენებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გააუქმებს სამინისტროს მიერ მიღეულ ფორმალურ გადაწყვეტილებას, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და დაავალდებულებს შესაბამის სამინისტროს, რომ მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი,“- განმარტა ირინა სავიცკაიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. უფლებათდამცველი მიიჩნევს, რომ სხვა გზით შეუძლებელია, ირინა სავიცკაიამ ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული უფლებები განახორციელოს.

InterPressNews.Geსაქმის არსებითი განხილვისას ირინა სავიცკაიამ მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ საკუთარი და მცირეწლოვანი შვილის კეთილდღეობის გამო ეშინია. სავიცკაიას თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა მას სამართლიანი სასამართლო პროცესით ვერ უზრუნველყოფს და იმედი გამოთქვა, რომ ქართული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემულ აქტს გააუქმებს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსმა ლევან ბარდაველიძემ განმარტა, რომ ირინა სავიცკაიასთან ჩატარდა გასაუბრება, ანკეტირება და კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, მოკვლეული იქნა მასალები და სამინისტრომ მიიჩნია, რომ სავიცკასთან მიმართებით მიმდინარეობს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნ,ა რაც დაკავშირებულია გარკვეული სამეწარმეუ სუბიექტების საქმიანობასთან.

„ქალბატონმა ირინა სავიცკაიამ მომართა ჩვენს სამინისტროს მისთვის თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით. ის თავის მოთხოვნას საფუძვლად უდებდა იმ გარემოებას, რომ თითქოსდა, უკრაინის ხელისუფლება მასთან მიმართებით-როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის წევრთან მიმართებით, ახორციელებს დევნასა და შევიწროვებას პოლიტიკური მოტივებით. ეს საკითხები შესწავლილი იქნა ჩვენს მიერ და მივიჩნიეთ, რომ მასთან მიმართებით მიმდინარეობს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნა ხოლო პოლიტიკური ნიშნით დევნა ან ამგვარის შესაძლო სამომავლოდ განხორციელების საფრთხე, ჩვენ ვთვლით, რომ მასთან მიმართებით ადგილი არ აქვს“, - განაცხადა წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსმა ლევან ბარდაველიძემ.

სასამართლო განხილვა და მოსმენები დასრულებულია და 29 დეკემბერს სასამართლო გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას. გიორგი კონდახიშვილის თქმით, თუ სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე სასამართლო უარს იტყვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ირინა სავიცკას უფლებათდამცველები მას აუცილებლად გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში.

„30 დეკემბერს 6 თვიანი პატიმრობა ეწურება, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპამდე მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რაც აბსოლუტურად ხელს შეგვიწყობს მისი საპატიმროდან გათავისუფლების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ირინა სავიცკაია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. ის სადისტრიბუციო კომპანია „leader distribution”-ის ბუღალტერია, ამასთანავე არის უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური რადიკალური პარტიის აქტივისტი და სახალხო დეპუტატის სერგეი რიბალკას მეგობარი. უფლებათდამცველები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას სწორედ რიბალკას დისკრედიტაციისთვის სურთ სავიცკაიას გამოყენება. უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებისგან სავიცკაიას ექსტრადირებას მოითხოვს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს