აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისა და გაგრის ადმინისტაციის უფროსის ყოფილი მოადგილის, მიხეილ ჯინჭარაძის ცხედარს, ხვალ, თბილისში, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, ჯინჭარაძის სამოქალაქო პანაშვილი, დღეს ქაშუეთის ტაძარში გაიმართება.

„მისი გადმოსვენება ოჯახის სურვილი იყო. ჩვენ საორგანიზაციო საკითხებში დავეხმარეთ. იგი 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრაში მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპა“, - აცხადებენ უწყებაში.

მიხეილ ჯინჭარაძის ცხედარი დღეს ენგურის ხიდზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა