ქუთაისსა და ბათუმში მეწარმეებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

ქუთაისსა და ბათუმში მეწარმეებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, პრეზენტაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისა და სამინისტროს აკადემიის თაბამშრომლობით გაიმართა. შეხვედრებზე მეწარმეთა წინაშე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი წარდგა. ქუთაისსა და ბათუმში გამართულ ღონისძიებებზე 150-მდე სხვადასხვა სექტორის კომპანიების წარმომადგენლებმა მსს ფასს სტანდარტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრები მსს ფასს სტანდარტის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის გამიზნულ ღონისძიებათა ციკლის ნაწილია და მიზნად აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმისა და მსს ფასს სტანდარტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს. სამსახურის წარმომადგენლებმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობა, აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მიმოიხილეს. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერმა დამსწრე საზოგადოებას მსს ფასს სტანდარტის თავისებურებები გააცნო და მისი გამოყენების უპირატესობები განიხილა.

ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოიცვა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კონკრეტული საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. შესაბამისი პრეზენტაცია უკვე გაიმართა პალატის საბჭოს წევრებთან, სადაც 36 მსხვილი ბიზნეს-ასოციაცია არის გაერთიანებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა