პეტიციების ახალი პორტალი - ICHANGE.GOV.GE დღეიდან ამოქმედდა

ICHANGE.GOV.GE - პეტიციების ახალი პორტალი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს საშუალებას აძლევს პეტიციის მეშვეობით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართოს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Ichange საქართველოს მთავრობის პროექტია, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.

პორტალის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა მიმართა და ყურადღება პორტალის მნიშვნელობაზე, როგორც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობაზე გაამახვილა.

"Ichange.gov.ge - ეს არის პეტიციების პორტალი, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად და ყველა სახელმწიფო ორგანიზაციასთან ერთად, ვისაც ამ პეტიციებზე მოუწევს მუშაობა. თქვენ იხილეთ ალბათ, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ დააანონსა პორტალის შექმნა, ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც ექცევა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში და რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მარტივი საშუალება მოქალაქისთვის, რომ თავისი ხმა მიაწვდინოს მთავრობას, თავისი ინიციატივა წარმოადგინოს ამ ვებ-საიტის მეშვეობით და როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეების ინიციატივა დააგროვებს 10 000 ხმას ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა იქნება ვალდებული, განიხილოს ეს პეტიცია და გასცეს პასუხი - მიიღოს მისი ინიციატივა, ან დაასაბუთოს უარი. ეს არის ძალიან კარგი საშუალება ინკლუზიური მმართველობის, დემონსტრირება იმ გახსნილობის, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად ახორციელებს და OGP-ის თავმჯდომარეობა, რომელიც ჩვენ წელს მოვიპოვეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ჩვენს მიმართულებას და იმ აღიარებას, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს შორის მოვიპოვეთ ამ კუთხით,"- აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა სიტყვით გამოსვლისას.

პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზება საქართველოს მთავრობამ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს