ზაზა ხატიაშვილი საქმიანობას საკუთარ საადვოკატო კომპანიაში გააგრძელებს

ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საქმიანობას საკუთარ საადვოკატო კომპანიაში გააგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ის საადვოკატო საქმიანობას იანვრიდან შეუდგება. ხატიაშვილის თქმით, ისეთ საქმეებს აიღებს, რომელიც მისთვის, როგორც ადვოკატისთვის საინტერესო იქნება.

ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა ასოციაციაში საქმიანობაც შეაჯამა და განაცხადა, რომ 8 - წლიანი მუშაობის შედეგად, ასოციაციას საბანკო ანგარიშზე 50 000 ლარს და 4 ოფისს უტოვებს.

„მე ვარ ადამიანის უფლებათა დამცველი და გავაგრძელებ მიღვაწეობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. როცა საქმე შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, ვიქნები ისეთივე კრიტიკული ხელისუფლებასთან მიმართებაში, როგორიც ვიყავი.

მე მაქვს საადვოკატო კომპანია - “იურიდიული ბიურო ზაზა ხატიაშვილი” და იანვრიდან გავაგრძელებ საადვოკატო საქმიანობას იმიტომ, რომ ამას შევწირე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება. ადვოკატთა ასოციაციის ფეხზე დაყენებას შევწირე 8 წელი და ეს მეამაყება. ასოციაციაში რომ მოვედი, დამხვდა 3- ოთახიანი ბინა და დაჩაჩანაკებული, ვალებში ჩაფლული ორგანიზაცია. ახლა ასოციაციის საბანკო ანგარიშზეა 50 ათასი ლარი და 4 ოფისი.

რაც შეეხება მუშაობის დაწყებას, ახალი წლის შემდეგ შეუძლიათ მომმართონ, მაგრამ ყველა პროცესზე ვერ გავალ. ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, უნდა იყოს საინტერესო საქმე, ყველა პროცესზე რომ გავიდე, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

მან მედიას 8 წლის განმავლობაში მისი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს იყო ჩემი ბოლო სამუშაო დღე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის რანგში. მედიას მინდა მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისა და ობიექტურობისთვის, რაც 8 წლის განმავლობაში გამოიჩინეს“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა