პაატა გურასპაული - ბრალის დადასტურების შემთხვევაში მატჩის ჩაწყობის საქმეზე დაკავებულები მოკვეთილნი იქნებიან კალათბურთიდან

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის განცხადებით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში მატჩის ჩაწყობის საქმეზე დაკავებულები „მოკვეთილნი იქნებიან კალათბურთიდან“.

„მე არ მინდა დავარღვიო ის, რასაც ჰქვია უდანაშაულობის პრეზუმპცია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ეს დადასტურდება, მოკვეთილი იქნება კალათბურთიდან და საერთოდ, სპორტის სამყაროდან უნდა იყოს მოკვეთილი ასეთი ადამიანი“, - განაცხადა გურასპაულმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.

”საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ”"მოკვეთილნი იქნებიან კალათბურთიდან და სპორტული სამყაროდან" - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რეაქცია”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო