გუბერნატორის ინფორმაციით, 2017 წელს ქვემო ქართლში 58 000 000 ლარამდე ღირებულების პროექტები განხორციელდა

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, პირველ მოადგილე ალექსანდრე მეტრეველთან ერთად, წალკის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

გრიგოლ ნემსაძემ რეგიონში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ 2017 წლის განმავლობაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, ქვემო ქართლის რეგიონში 58 000 000 ლარამდე ღირებულების 400 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

,,მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში განახლდა ისეთი ცენტრალური და შიდა გზები, რომლებსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 60–მდე საბავშვო ბაღში, ამჟამად წალკის, მარნეულის, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს 5 ახალი ბაღის მშენებლობა. რეგიონის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60 სპორტულ ობიექტს. მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრების მშენებლობა. წყალსადენის გაყვანის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გადაიჭრა სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა. მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც, რომლის დასრულების შემდეგ 5 სოფელი 24 - საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული პროექტების რაოდენობა მზარდია, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, 2018 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო