საქართველოს ელჩმა ანსამბლ „მართვესთან“ ერთად ლიტველ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ თელავის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მართვესთან“ და საქართველოდან ჩასულ ქართველ თოვლის ბაბუასთან ერთად ლიტველ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი ქალაქ ტრაკაის კულტურის სახლში გაიმართა. მათივე ცნობით, დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და ტრაკაის მერმა ედიტა რუდელიენემ.

„ქალაქის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ხალხური ცეკვების მრავალფეროვნებას. ბავშვებს ქართული საახალწლო ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. საელჩოს ორგანიზებით, ანსამბლის წევრები ლიტვის რესპუბლიკის სეიმს (პარლამენტს) ეწვივნენ. ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, ფოტოგამოფენა “ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი" და ეწვივნენ საკონსტიტუციო დარბაზს.

ანსამბლმა კონცერტი გამართა ვილნიუსის ბალის დვარიონასის სახელობის მუსიკალურ სკოლაში, სადაც ასევე მუსიკალური ნომრით გამოვიდნენ და ქართველ ბავშვებთან ერთად ლიტვური სიმღერები შეასრულეს ლიტვის ბავშვთა ანსამბლ „ბაროკოს“ წევრებმა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, სკოლის დირექტორმა ლაიმუტე უჟკურაიტიენემ და ანსამბლი "მართვეს" ხელმძღვანელმა ანზორ სულხანიშვილმა. ანსამბლმა ასევე კონცერტი გამართა ქალაქ კედაინიაის საკონცერტო დარბაზში.

„მართვეს“ საკონცერტო ტური ლიტვაში ქართული სათვისტომოს ასოციაციის „კახეთი“ და მისი ხელმძღვანელის ლევან სეფაშვილის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში და ტრაკაის მერია“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო