სააკაშვილის ადვოკატი - თუ მასალების გაცნობას ვერ მოვასწრებ, კვლავ დავაყენებ საქმის გადადების მოთხოვნას

თუ მასალების გაცნობას 25 დეკემბრამდე ვერ მოვასწრებ, კვლავ დავაყენებ საქმის გადადების მოთხოვნას - ბრალდებულის ინტერესები დაცული უნდა იყოს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალების სირთულიდან გამომდინარე ის გონივრულ ვადას 15 იანვრამდე ითხოვდა. მისი თქმით, ეს ვადა მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალების გასაცნობად საკმარისი იყო. ”საქმე არის საკმაოდ რთული, კომპლექსური და მოცულობითი, აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მისი გაცნობა ერთი კვირის ვადაში, რომელიც მოსამართლემ გასულ კვირას მომცა. ამასთანავე, მე უნდა მომემზადებინა დასკვნითი სიტყვაც. გასათვალისწინებელია ის, რომ გარდა აღნიშნული საქმისა, წარმოებაში მაქვს არაერთი სხვა საქმე, სადაც ბრალდებულების ინტერესები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ამ საქმეზე. თუ მასალების გაცნობას 25 დეკემბრამდე ვერ მოვახერხებ, კვლავ დავაყენებ საქმის გადადების მოთხოვნას. ბრალდებულის ინტერესები დაცული უნდა იყოს”, - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

კითხვაზე, მოახერხა თუ არა მან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირება, ადვოკატმა განმარტა, რომ მან დღემდე ვერ მოახერხა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა შეტყობინება დაუტოვა ოჯახის წევრებს, რათა ბრალდებულმა ადვოკატთან დაკონტაქტება შეძლოს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი საქმის 15 იანვრამდე გადადებას მოითხოვდა, რათა, მისი თქმით, სრულყოფილად შეძლებოდა საქმეზე დასკვნითი სიტყვის მომზადება. მოსამართლე გიორგი არევაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და სხდომა გადადო, თუმცა - 25 დეკემბრამდე. ”იმედია მომავალ სხდომაზე ოროსანი ბავშვივით აღარ ადგებით და არ იტყვით, რომ საქმის მასალებს ვერ გაეცანით. მეტი მობილიზებით მოეკიდეთ საქმეს”, - განაცხადა გიორგი არევაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა