ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე GDRP-ის პროგრამაში ჩართული ქვედანაყოფების წინამოსამზადებელი სწავლება-შეფასება მიმდინარეობს

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართული ქვედანაყოფების წინამოსამზადებელი სწავლება-შეფასება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ათეულები არიან ჩართული.

მათივე ცნობით, ქართველ სამხედროებს ოთხი დღის განმავლობაში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინსტრუქტორები წვრთნიან.

„სწავლების დროს ქვედანაყოფები ისეთ უნარ-ჩვევებს იმაღლებენ, როგორიცაა ათეულის ტაქტიკური გადაადგილება, ჩასაფრება, თავდაცვის განხორციელება და მსუბუქი შეიარაღებით კონტაქტზე რეაგირება.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის წინამოსამზადებელი გეგმიური სწავლება-შეფასება, პირველი როტაციის ქვედანაყოფის ათეულების მზადყოფნის სტატუსის დადგენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა. ჩარჩო-ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება წარმოადგენს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა