ნაძალადევში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ნაძალადევის რაიონში, ნევროლოგიის ინსტიტუტთან არსებულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ა/რ მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.

„სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობდნენ „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“, თვალის კლინიკა „ახალი მზერისა“ და კანისა და ვენეროლოგიურ სნეულებათა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ნევროლოგი, უროლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი. ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი“, - აღნიშნულია აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა