„საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის “მიკრობოსტნეულის სათბურის“ პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის “მიკრობოსტნეულის სათბურის“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლები და გამარჯვებული პროექტის ავტორები ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ახალი სტარტაპით შესაძლებელია ჰიდროპონიკური მეთოდით მიკრობოსტნეულის მოყვანა სათბურში. მიკრობოსტნეული პატარა მწვანილის ფორმის ახალგაზრდა ბოსტნეულია, რომელიც კერძებში ძირითად ვიზუალისა და გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე გარნირად ან სალათის მოსამზადებლად გამოიყენება.

„მიკრობოსტნეული გაიზრდება განსხვავებული მეთოდით სპეციალურ კონტეინერებში, მიწის ნაცვლად გამოიყენება ორგანული მედიუმი, კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ცოცხალ ბოსტნეულს, რომელიც მინიმუმ 3 კვირა შეინახება სახლის პირობებში და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება, ახალი პროექტი ასევე შექმნის კიდევ მეტ სამუშაო ადგილს“, - აღნიშნა „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

მიკრობოსტნეულში კონცენტრირებულია ბევრად მეტი ვიტამინი და მინერალი ვიდრე ზრდასრულ ბოსტნეულში ან მწვანილში. მიკრობოსტნეულის მოსაყვანად არ გამოიყენება სასუქი ან რაიმე ქიმიური დანამატი, რადგან ნებისმიერი თესლი მცენარის 2 კვირით გასაზრდელად საკმარის საკვებ მასალას შეიცავს. მიკრობოსტნეულს აქვს მისივე ზრდასრული ბოსტნეულისა თუ მწვანილის იდენტური და უფრო მკვეთრად გამოხატული გემო.

„სტარტაპ საქართველოს“ ამ ეტაპზე 89 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 69 ბიზნესიდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა