გიორგი ტყემალაძე საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე - ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე არანაირი კონცეფცია არ არსებობს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შეძლებული ოჯახებისთვის საბავშვო ბაღები შესაძლოა ფასიანი გახდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე არანაირი კონცეფცია არ არსებობს. მისი თქმით, მაღალანაზღაურებადი მშობლის შვილი და სოციალურად დაუცველი ბავშვი შესაძლოა ერთნაირ პირობებში არ იყვნენ და პრემიერ-მინისტრის განცხადებაშიც სწორედ ეს იყო ნათქვამი. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თუ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაიწყება, გადაწყვეტილება იმ ადამიანების სასარგებლოდ იქნება მიღებული, რომლებსაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვთ.

„ჩვენ მივდივართ იქით, რომ ბაღი ყველასათვის ხელმისაწვდომი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი იყოს“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა