პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ.

კობა გევნეტაძე ეროვნული ბანკის 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების დოკუმენტს წარადგენს, რომელიც პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს.

ეს არის დოკუმენტი, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას, რომელზეც პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ბანკი.

ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების პროექტში ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია შესაძლო რისკების მიმოხილვა.

გვენეტაძემ ეროვნული ბანკის მონეტარულ რეჟიმზე ისაუბრა, რომელსაც ის ფასების სტაბილურობის მისაღწევად იყენებს. მისი განცხადებით, თარგეთირების რეჟიმი ყველაზე ეფექტური მექანიზმია ამ მიმართულებით.

გვენეტაძის განცხადებით, 2018-2020 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში კი, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018-2020 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

როგორც გვენეტაძემ განმარტა, 2018-2020 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვ.

„ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს