"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის შვილის ნარკოტიკებზე დაკავების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, ზურაბ ნონიაძის შვილის, მალხაზ თვაურის ნარკოტიკებზე დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.თ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორემაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, მ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში შეფუთული ფხვნილი ამოიღეს.

„ბრალდებულმა გამოკითხვისას აღიარა, რომ ამოღებული ფხვნილი მისი კუთვნილი იყო და ნარკოტიკულ საშუალებას - ე.წ. „სირეცს“ წარმოადგენდა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მ.თ.-ს ნარკოტიკული საშუალებების - ოპიუმისა და ამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა