ირაკლი კოვზანაძე - ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაზე დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობა და მოსახლეობის სოციალური ყოფა

დღეს წარმოდგენილ დოკუმენტში საკმაოდ კარგადაა განხილული, გაანალიზებული და დასაბუთებული ე.წ. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის არსი და მისი უპირატესობები. ასევე ის თუ საიდან, რატომ და როგორ იქნა განსაზღვრული სებ-ის მიერ 2018-2020 წლების ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად 3%, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, რას მოუტანს ეკონომიკას და ჩვენს თანამოქალაქეებს, - ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ,,2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ დადგენილების პროექტი.

მისი თქმით, ასევე საინტერესოდაა გაანალიზებული ეგზოგენური ფაქტორები, შესაძლო რისკები, მათი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ამ მიმართულებით.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელზეც დიდწილადაა დამოკიდებული როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობა, ასევე საქართველოს მოსახლეობის სოციალური ყოფა.

„წარმოდგენილი დოკუმენტი და შესაბამისად ინფლაციის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი ეყრდნობა სებ-ის მიერ შემუშავებულ ე.წ. ,,საბაზისო სცენარს“, აღნიშნულია ,,ალტერნატიული სცენარიც“. მომავალში კარგი იქნება ,,საბაზისო სცენართან“ ერთად განხილული იქნას არა ზოგადად ,,ალტერნატიული სცენარი“, არამედ, ,,ოპტიმისტური“ და ,,პესიმისტური სცენარებიც“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს