სოფიო ქაცარავას ინიციატივით, თბილისისა და ჩინეთის ისტორიული ქალაქის და აბრეშუმის გზის სამშობლოს, სიანის დაძმობილების შესახებ მოლაპარაკება დაიწყო

დღეს, ქალაქ სიანში, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია შაანსის პროვინციის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ჩინეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და პარტნიორობის გასაღრმავებლად მისი მხრიდან სრულ მზადყოფნაზე.

სოფიო ქაცარავამ თავმჯდომარის მოადგილეს სიანისა და თბილისის დაძმობილება შესთავაზა, რაც შეხვედრის ბოლოს შეთანხმებით დასრულდა. თავმჯდომარის მოადგილემ დაძმობილების პროცესის ხელმძღვანელობა ქალაქის მუნიციპალიტეტს დაავალა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა "ერთი სარტყელი ერთი გზის" ინიციატივას და საკითხებს, საერთო ინტერესებს,ხარდაჭერასა და თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებს. "ქალაქ სიანის, როგორც აბრეშუმის გზის სამშობლოს და თბილისის დაძმობილების იდეა აბრეშუმის გზის- ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის მნიშვნელობის გათვალისწინებით გამიჩნდა და ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა განვახორციელოთ ჩვენი დღის წესრიგი ჩინეთთან მიმართებაში, მოგვეცემა საშუალება უკეთ ვითანამშრომლოთ ეკონომიკის, ტურიზმის, ტექნოლოგოების, განათლების და სხვა და სხვა მიმათულებით. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი გამოწვევა და შესაძლებლობაა", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა