ჰოლანდია მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს

ნიდერლანდების სამეფო მზადაა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალბე ზეისტრამ დღეს განაცხადა.

„ის დაქორწინებულია ჰოლანდიელზე და თუკი პასპორტის ასაღებად განცხადებას წარადგენს, ნიდერლანდების კანონმდებლობით, ეს შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

გუშინ ასევე, ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ვიზის გაცემის შესახებ ინფორმაცია. ამის შესახებ „Telegraaf“ იუწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო