შაქრო კალაშოვი და ლაშა შუშანაშვილი ამერიკის „შავ სიაში“ მოხვდნენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან 10 „კრიმინალური ავტორიტეტი“, მათ შორის შაქრო კალაშოვი და ლაშა შუშანაშვილი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ იფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს გვერდზეა განთავსებული.

სამინისტროს ინფორმაციით, სანქციების მიზანი კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლაა. უწყების ინფორმაციის თანახმად, სიაში, ასევე, მოხვდნენ ვასილი ქრისტოფოროვი („ვასკრესი“), კამჩიბეკ კოლბაევი („კამჩი ბიშკეკსკი“), ვლადისლავ ლეონტიევი, ვადიკ ბელი, იური ფიჩუგინი („პიჩუგა“), რუბენ თათულიანი („რობსონი“), ალიმჟან ტოქტახუნოვი („ტაივჩიკი“), ვლადიმერ ტიურინი („ტიურიკი“) და გაფურ რახიმოვი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს