დონალდ ტრამპი საშობაო არდადეგებზე „ძალიან სერიოზულად მუშაობას“ აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საშობაო არდადეგების დროს სერიოზულად აპირებს მუშაობას და ჩრდილოეთ კორეასა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ ვითარებას დააკვირდება.

ფლორიდაში გამგზავრებამდე, სახელმწიფოს მეთაურმა თეთრ სახლში რამდენიმე კანონს ხელი მოაწერა. შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვებულების დროს ძალიან სერიოზულად მუშაობას გეგმავს.

„ძალიან ბევრი სერიოზული საკითხი გვაქვს, რომლებსაც განვიხილავთ, მათ შორის ჩრდილოეთ კორეა და „ისლამური სახელმწიფო“მ - განაცხადა ტრამპმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა უდიდეს პროგრესზე, რომლის მიღწევაც, მისი აზრით, ავღანეთში მოხერხდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა