„საქართველოს რკინიგზა“ საახალწლოდ დამატებით ელექტრომატარებლებს დანიშნავს

სს „საქართველოს რკინიგზა“, საახალწლო დღესასწაულებზე მომატებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნად მიმართულებებზე, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და 2018 წლის 05-06-07იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს.

”საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები.

აღნიშნულ პერიოდში ქ. ბათუმში ტურისტული მგზავრთნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია შტადლერის ორსართულიანი მატარებლით.

დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877 - გასვლა 08:50 საათზე, ჩასვლა 13.:08 საათზე; გამოსვლა 19:45 საათზე, ჩამოსვლა 23:59 საათზე.

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 - გასვლა 10:30 საათზე, ჩასვლა 15:30 საათზე; გამოსვლა 17:10 საათზე, ჩამოსვლა 22:03 საათზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა