ჩაწყობილ თამაშებზე დაკავებულთა ადვოკატი - ვიცით ის პირი, ვინც აღნიშნულის პროვოცირება მოაწყო

საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი კომერციული მოსყიდვის თაობაზე ბრალს არ აღიარებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატმა თამარ აბესაძემ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

უფლებადამცველი მის დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს ესაუბრა და განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ, სავარაუდოდ 12:00 საათზე წარუდგენენ. ადვოკატის თქმით, კვარაცხელიაც და დათიკაშვილიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული პირის მიერ არის პროვოცირებული, თუმცა, მის ვინაობას ადვოკატი არ აკონკრეტებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი პირი არ აღიარებს დანაშაულს. პროექტი ვიცით ბრალდების მხარის, თუ რა შეიძლება ბრალად დასდონ მათ. ეს არის "ნაყიდი თამაშები", მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსით ეს არის კომერციული მოსყიდვა - 221-ე მუხლი. მე ავუხსენი ყველა გარემოება ორივე ბრალდებულს. ბრალი არ აქვთ წაყენებული, სავარაუდოდ, ხვალ 12:00 საათზე უნდა წაუყენონ ბრალი და იქ უფრო დეტალებში იქნება ბრალის ფორმულირება, თუ რა კონკრეტული დანაშაულის ჩადენას ედავებიან მათ. ორივეს ვესაუბრე და ორივე მათგანი საუბრობს იმაზე, რომ გუნდების ასეთ მოსყიდვას და გაყიდული თამაშების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. თამაში არ იყიდება, ასე შემოგვითვალეს ჩვენმა დიდმა მოთამაშეებმა. ასეთი რაღაც თქვეს - დანაშაული პროვოცირებულია. ყველა გარემოების გამოკვლევა ჩატარდება. ვიცით ის პირი, ვინც პროვოცირება მოაწყო აღნიშნულის და მას რაში აწყობდა ასეთი, რამ ეს საკვლევია. ვერ გეტყვით, თუ ვიზეა საუბარი, მოქალაქეა თუ ჩანერგილი პირი, ამას დავადგენთ ჩვენ თვითონ გამოძიების მასალებით", - განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა