ჩაწყობილ თამაშებზე დაკავებული ვაჟა კვარაცხელია ბრალს არ აღიარებს და პროვოკაციაზე მიუთითებს

საკალათბურთო კლუბ სოხუმის მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და პროვოკაციაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ის ესაუბრა დაკავებულ ვაჟა კვარაცხელიას, რომელმაც უთხრა, რომ მას ბრალდება კომერციულ მოსყიდვას ედავება. როგორც ცნობილია კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულია ასევე საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი, რომლის ინტერესებსაც თამარ აბესაძე იცავს. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ და შესაძლოა ბრალის წარდგენა დღეს მოხდეს. ადვოკატის თქმით, კომერციული მოსყიდვის თაობაზე ბრალს არც კვარაცხელია და არც დათიკაშვილი აღიარებენ.

”ვიცავ თემურ დათიკიშვილის ინტერესებს, ასევე, ვაჟა კვარაცხელიას ინტერესებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე პირისთვის ჯერ ბრალი არ არის წაყენებული. როგორც გამომძიებელმა მაცნობა, შაბათს იქნება ბრალის წარდგენა. სავარაუდოდ, პროექტი არის ასეთი, რომ სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით აპირებენ ბრალის წაყენებას, თუმცა, როგორც ჩემი დაცის ქვეშ მყოფებთან გავარკვიე, ეს არის დანაშაულის პროვოცირება, შესაბამისად, დაცვის მხარეს ამის თაობაზე ჩვენი სამოქმედო გეგმა გვაქვს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. თუმცა, როგორც გავიგე სხვა ბრალდებულები ბრალს აღიარებენ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მათ ჩვენება არ აქვთ მიცემული და საიდან გამოვიდა ასეთი ინფორმაცია არ ვიცით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე პირი მკაფიოდ ლაპარაკობს იმას, რომ ყოველივე არის დანაშაულის პროვოკაცია. პროვოცირებულია აღნიშნული ქმედებები, რაც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გავრცელებული. კვარაცხელიაც პროვოკაციაზე მიუთითებს. საგამოძიებო მოქმედებები, რაც ტარდებოდა მათ მიმართ, უამრავი ზარია განხორციელებული, რომელსაც ალბათ ბრალდების მხარე მოიპოვებს, მაგრამ დაცვის მხარესაც არ გვძინავს და ამას წარმოვადგენთ სასამართლოზე”, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულები არიან მსაჯები ირაკლი და დავით ბერიშვილები. მათი ადვოკატის, იოსებ ბესელიას განცხადებით, ბერიშვილები ბრალს აღიარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო