ჩაწყობილ თამაშებზე დაკავებულთა ადვოკატი - ვიცით ის პირი, ვინც აღნიშნულის პროვოცირება მოაწყო

საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი კომერციული მოსყიდვის თაობაზე ბრალს არ აღიარებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატმა თამარ აბესაძემ გუშინ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

უფლებადამცველი მის დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს ესაუბრა და განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს, სავარაუდოდ 12:00 საათზე წარუდგენენ. ადვოკატის თქმით, კვარაცხელიაც და დათიკაშვილიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული პირის მიერ არის პროვოცირებული, თუმცა, მის ვინაობას ადვოკატი არ აკონკრეტებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი პირი არ აღიარებს დანაშაულს. პროექტი ვიცით ბრალდების მხარის, თუ რა შეიძლება ბრალად დასდონ მათ. ეს არის "ნაყიდი თამაშები", მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსით ეს არის კომერციული მოსყიდვა - 221-ე მუხლი. მე ავუხსენი ყველა გარემოება ორივე ბრალდებულს. ბრალი არ აქვთ წაყენებული, სავარაუდოდ, შაბათს 12:00 საათზე უნდა წაუყენონ ბრალი და იქ უფრო დეტალებში იქნება ბრალის ფორმულირება, თუ რა კონკრეტული დანაშაულის ჩადენას ედავებიან მათ. ორივეს ვესაუბრე და ორივე მათგანი საუბრობს იმაზე, რომ გუნდების ასეთ მოსყიდვას და გაყიდული თამაშების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. თამაში არ იყიდება, ასე შემოგვითვალეს ჩვენმა დიდმა მოთამაშეებმა. ასეთი რაღაც თქვეს - დანაშაული პროვოცირებულია. ყველა გარემოების გამოკვლევა ჩატარდება. ვიცით ის პირი, ვინც პროვოცირება მოაწყო აღნიშნულის და მას რაში აწყობდა ასეთი, რამ ეს საკვლევია. ვერ გეტყვით, თუ ვიზეა საუბარი, მოქალაქეა თუ ჩანერგილი პირი, ამას დავადგენთ ჩვენ თვითონ გამოძიების მასალებით", - განაცხადა ადვოკატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს