პაატა გურასპაული - ბრალის დადასტურების შემთხვევაში მატჩის ჩაწყობის საქმეზე დაკავებულები მოკვეთილნი იქნებიან კალათბურთიდან

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის განცხადებით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში მატჩის ჩაწყობის საქმეზე დაკავებულები „მოკვეთილნი იქნებიან კალათბურთიდან“.

„მე არ მინდა დავარღვიო ის, რასაც ჰქვია უდანაშაულობის პრეზუმპცია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ეს დადასტურდება, მოკვეთილი იქნება კალათბურთიდან და საერთოდ, სპორტის სამყაროდან უნდა იყოს მოკვეთილი ასეთი ადამიანი“, - განაცხადა გურასპაულმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.

”საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე, საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა