კობა გვენეტაძე - დიახ, აქციზის მატება გავლენას ახდენს ინფლაციის მატებაზე

დიახ, აქციზის მატება გავლენას ახდენს ინფლაციის მატებაზე, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის მატებით გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასმულ კითხვას.

”გვქონდა ინფორმაცია, რომ აღებულია ვალდებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციზის მატება ყოველ წელს მოხდეს. ვიცით, რომ ამ წელს ეს განსაზღვრული არ არის და ამიტომ ამ წელს ეს პროგნოზში არ ჩაგვიდია, მაგრამ ჩვენ დავუშვით, რომ ეს შესაძლოა შემდეგ წლებში იყოს ჩადებული. ამიტომ შემდეგი წლების ინფლაციაში ავსახეთ. ეს გათვალისწინებულია 2019 წლიდან და თუ რაიმე შეიცვალა, ამასაც გავითვალისწინებთ”, - განაცხადა გვენეტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

კობა გვენეტაძე პარლამენტში ეროვნული ბანკის 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების დოკუმენტს წარადგენს, რომელიც პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს.

ეს არის დოკუმენტი, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას, რაზეც პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ბანკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა