გიორგი ტყემალაძე საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე - ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე არანაირი კონცეფცია არ არსებობს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შეძლებული ოჯახებისთვის საბავშვო ბაღები შესაძლოა ფასიანი გახდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე არანაირი კონცეფცია არ არსებობს. მისი თქმით, მაღალანაზღაურებადი მშობლის შვილი და სოციალურად დაუცველი ბავშვი შესაძლოა ერთნაირ პირობებში არ იყვნენ და პრემიერ-მინისტრის განცხადებაშიც სწორედ ეს იყო ნათქვამი. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თუ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაიწყება, გადაწყვეტილება იმ ადამიანების სასარგებლოდ იქნება მიღებული, რომლებსაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვთ.

„ჩვენ მივდივართ იქით, რომ ბაღი ყველასათვის ხელმისაწვდომი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი იყოს“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა