ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრ მიხეილ ჯინჭარაძეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისა და გაგრის ადმინისტაციის უფროსის ყოფილი მოადგილის, მიხეილ ჯინჭარაძის ცხედარს, დღეს, თბილისში, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, მისი გადმოსვენება ოჯახის სურვილი იყო. „ჩვენ საორგანიზაციო საკითხებში დავეხმარეთ. იგი 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრაში მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპა“, - აცხადებენ უწყებაში.

მიხეილ ჯინჭარაძის ცხედარი გუშინ ენგურის ხიდზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა