ტექნოპარკში დღეს ბიზნესინკუბატორის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

ტექნოპარკში დღეს ბიზნესინკუბატორის დასკვნითი ღონისძიება დემოდღე გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ინვესტორების წინაშე 3 ნაკადის 8 საუკეთესო სტარტაპი წარდგება. პროექტის მონაწილე წარმატებული სტარტაპები საკუთარ პროგრესსა და საინვესტიციო წინადადებებს მიწვეულ ინვესტორებს წარუდგენენ. ეს ის გუნდები არიან, რომელთაც მზად აქვთ პროტოტიპი, ჰყავთ მომხმარებელი და აქვთ გლობალური განვითარების პოტენციალი.

დემოდღის მიზანია საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა პოტენციური ინვესტორების ჩართულობის გზით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს