გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში სანქციების გამკაცრებაზე რეზოლუცია ერთხმად მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში სანქციების გამკაცრებაზე რეზოლუცია ერთხმად მიიღო.

აღნიშნული რეზოლუცია წარმოადგენს გაერო-ს უშიშროების საბჭოს პასუხს ფხენიანის მიერ 29 ნოემბერს განხორციელებულ სარაკეტო გამოცდაზე.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ამკაცრებს შეზღუდვებს ნავთობის და მისი გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტების მიწოდებაზე ჩრდილოეთ კორეისთვის.

რეზოლუციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში ნავთობის მიწოდება წელიწადში ოთხ მილიონ ბარელამდე იქნება შეზღუდული, ხოლო ნავთობპროდუქტები კი 500,000 ბარელამდე.

გარდა ამისა, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ქვეყნებისგან მოითხოვა ჩრდილოეთ კორეელი მუშების თავიანთი ტერიტორიიდან გაძევების პროცესის დაწყება. აშშ-ს ხელისუფლების მონაცემებით, ყოველ წელს ჩრდილოეთ კორეის ბიუჯეტი ემიგრანტებისგან გადარიცხვის სახით 500 მილიონ აშშ დოლარს იღებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა