ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნოებეს.

მათივე ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა აუდიტორიას სამომავლო გეგმები გააცნო და იმ ორ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც თვითმმართველ ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეთა პროფესიულ გადამზადებასა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას გულისხმობს.

პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შერიგების სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ლტოლვითა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი, ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მუნიციპალიტეტების ახალი მერები, საკრებულოს წევრები და პოტენციური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სკოლა საქმიანობას 2005 წლიდან ახორციელებს. აღნიშნულ სკოლაში დღემდე 1498 საჯარო მოხელე გადამზადდა, ხოლო 9136 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს უფასოდ შეასწავლა სახელმწიფო ენა. ჟვანიას სკოლა ქვეყნის 11 რეგიონულ ცენტრსა და 93 სოფელში ფუნქციონირებს.

„სკოლის მიზანია ხელის შეუწყოს, ერთი მხრივ, თვითმმართველ ორგანოებში საჯარო მოხელეების გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას სახელმწიფოს ერთიან სივრცეში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა