ამერიკელი სენატორი - მადარდებს ის, რომ ჩვენი გადამხდელების ფულს ვუგზავნით გაერო-ს, რომელიც ბოროტების წინაშე სუსტია

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ 2018 წელს აშშ-ის კონგრესი გაერო-სთვის ამერიკელი გადამხდელების ფულის გაგზავნის საკითხს განიხილავს.

აღნიშნულით სენატორი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ იერუსალიმის საკითხზე ანტიამერიკული რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.

„არ მადარდებს, როდესაც გაერო უკმაყოფილებას გამოთქვამს ამერიკის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებით, თუმცა მადარდებს, როდესაც ამერიკელი გადამხდელების დოლარებს ვუგზავნით გაერო-ს, რომელიც არაეფექტურია, სუსტია ბოროტების წინაშე და რომელშიც მზარდი ანტისემიტიზმია. ამ საკითხებს 2018 წელს მივხედავთ“, - დაწერა სენატორმა ლინდსი გრემმა.

21 დეკემბერს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა