ბობოყვათში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებული მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ქუთაისის ინტერვენციულ საავდმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, 8 წლის მოზარდს თავის ტვინის დაჟეჟილობა აქვს მიღებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი ცენტრალურ საავტომობილო გზას კვეთდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთში რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძმე დაზიანება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს