ფილიპინებში წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

ფილიპინებში, წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ათეულობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული მონაცემებით საუბარი იყო 45 დაღუპულზე.

წყალდიდობა და მეწყერი მძლავრმა შტორმმა გამოიწვია. სტიქია საერთო ჯამში 270 ათასს ადამიანს შეეხო. ქვეყნის ტერიტორიაზე 608 საევაკუაციო ცენტრი გაიხსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა