”ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, ზუგდიდში, მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისის ორგანიზებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, სამი დღის განმავლობაში ზუგდიდის მასშტაბით უკვე 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

„ხელმოწერების შეგროვება ხდება იმ მიზნით, რომ შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ყველა პოლიტპატიმარზე პოლიტიკური დევნა, რადგან ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა წითლიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 19 დეკემბერს დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა