დავით ასათიანი - ადვოკატთა ასოციაცია ლეგიტიმურ პროცესებს აგრძელებს და მეორე ტურის არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტი კლასიკური მაგალითია დამარცხებული კანდიდატების მორალური სახის შენარჩუნების მხრივ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა განუცხადა. ასათიანი გამოეხმაურა იმას, რომ ადვოკატთა ასოციაციის მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს მისი კონკურენტი ლევან ჯანაშია. დავით ასათიანის განმარტებით, ადვოკატთა ასოციაცია ლეგიტიმურ პროცესებს აგრძელებს და მეორე ტურის არჩევნები ყველანაირი წესის დაცვით ჩატარდება.

რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებებს, ასათიანი აცხადებს, რომ პირველი ტურის არჩევნების ლეგიტიმაცია სადამკვირებლო ორგანიზაციებმა და სასამართლომაც აღიარა, ამიტომ, მისი თქმით, ლეგიტიმაციის თაობაზე კითხვები არ არსებობს.

"საქართველოში ყველა არჩევნები ხმაურიანია, მათ შორის, გამონაკლისი არც ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები იყო. თუმცა, ამ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი საერთოდ არ დგას, გარდა რამდენიმე დამარცხებული კონკურენტისა. ყველა პატივსაცემმა სადამკვირებლო ორგანომ და სასამართლომაც დაადასტურა ის გარემოება, რომ პროცესი ლეგიტიმურია, ლეგიტიმურია მეორე ტური და ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები არ არსებობს", - განაცხადა ასათიანმა.

სპორტის სასახლეში, სადაც დღეს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მეორე ტურის არჩევნები ჩატარდება, რეგისტრაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ,რომ მეორე ტურის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და არჩევნების პირველ ტურში, მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ლევან ჯანაშიამ. ის მიიჩნევს, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პირველი ტურის არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა.

ადვოკატთა ასოციაციის პირველი ტურის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო, ხოლო ლევან ჯანაშიამ - 632.

მოგიწოდებთ, არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო პროცესში - ლევან ჯანაშია „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრებს მიმართავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა