ზაზა გაბუნია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი ზაზა გაბუნია გახდა. აღნიშნულ თანამდებობაზე ზაზა გაბუნიას კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იყო მხოლოდ ზაზა გაბუნიას კანდიდატურა. პლენარული სხდომაზე გაბუნიას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზაზა გაბუნიას მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აღნიშნული თანამდებობა პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა